„მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც წვნიანში, ასევე სალათში...“ - მარი მალაზონიას საინტერესო რჩევა

jejili

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ჯეჯილის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

მისი განმარტებით, ჯეჯილი წარმოადგენს ხორბლიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს. იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და სხვადასხვა მინერალით. ამასთან, განსხვავებით თავად ხორბლისგან, ჯეჯილი გლუტენით ნაკლებად არის დატვირთული.

სპეციალისტის თქმით, ჯეჯილს არა მხოლოდ ტრადიციული და სიმბოლური დატვირთვა აქვს, არამედ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჯანმრთელობის კუთხითაც. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მიკრომწვანილის სახით — მაგალითად, სალათებში ან წვნიანებში, რაც ორგანიზმს დამატებით სასარგებლო ნივთიერებებს აწვდის.