კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს... - უახლესი კვლევა

აუზი

რა საფრთხეები იმალება აუზში, როგორ დავიცვათ კანის ჯანმრთელობა აუზის ფარული საფრთხეებისგან, – ამ თემებზე დერმატოლოგ-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა. 

„ადამიანები არ ითვალისწინებენ გარკვეულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია, აუზი არ იყოს კარგად დამუშავებული. როგორც ვიცით, აუზში იყენებენ ქლორს, რომელიც ბაქტერიებს ანეიტრალებს. მინდა წარმოგიდგონოთ საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს. ქლორი რეაქციაში შედის შარდში, ოფლში და კოსმეტიკურ საშუალებებში და წარმოიქმნება ქლორამინები, რასაც აქვს ქლორის სუნი. ანუ ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია,“ – ამბობს ზაზა თელია.