კვლევა: მარიხუანის მოხმარება გულის დაავადებით გარდაცვალების რისკს ორჯერ ზრდის

kvleva

მარიხუანის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის - ასეთ დასკვნამდე ტულუზის კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ. მათ ჩაატარეს 25 კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ადამიანის მონაცემს მოიცავდა, რომელთა ასაკით 19-დან 59 წლამდე მერყეობდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება რისკების მატებას უკავშირდება. კერძოდ,არამომხმარებლებთან შედარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად გარდაცვალების რისკი 50%-ს აღემატება, ინსულტისგან 20%-ს, მწვავე კორონალური სინდრომისგან კი 29%-ს.

„მეცნიერები რისკების შესწავლას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ დროა საზოგადოება კანაფის მოხმარების რისკებზე კარგად დაფიქრდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გულის დაავადებებს ეხება“, - წერს CNN-ი.