"მშიერი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ და არ მშია..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ინდირა ჯგერნაიასთან
1761239660
წაბლი აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას. ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
კვებითი თვალსაზრისით, 100 გრამი მოხარშული წაბლი შეიცავს საშუალოდ 170–180 კალორიას, დაახლოებით 2 გრამ ცილას, 3 გრამ ცხიმს და 36 გრამ ნახშირწყლებს, ასევე მნიშვნელოვან მინერალებს — კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს და B ჯგუფის ვიტამინებს. მასში არსებული ნივთიერებები იცავენ უჯრედებს და ამცირებენ ანთებით პროცესებს. სწორედ ამ თვისებების გამო მიიჩნევა, რომ წაბლი შეიძლება იყოს სასარგებლო გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლადაც.
ჩვეულებრივ, წაბლს წვავენ ღია ცეცხლზე და ეს მისი იდეალურად შეწვის საუკეთესო მეთოდია. მაგრამ სახლის პირობებში ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია და გვიხდება ქურის გამოყენება. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ წაბლის შეწვა ძალიან მარტივია: თითოეულ ნაყოფს ოდნავ ვსერავთ ბასრი დანით, ვწვავთ მათ გაზქურაში, შემდეგ კი ვაცლით კანს სანამ ჯერ კიდევ ცხელია.
მაგრამ მაშინაც კი, თუ ძალიან გაგიმართლებთ, წარმატება მხოლოდ 75%-ით არის გარანტირებული, რადგან ასეთი მეთოდით შეწვის შემდეგაც ყოველთვის ვერ ხერხდება კანის მოშორება.
თუ თქვენ უბრალოდ დაყარეთ წაბლი საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე და ისე შეწვით, ესე იგი ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას წაბლის იდეალურად შესაწვავად.
1. არ დაგავიწყდეთ წაბლის წინასწარ გასერვა!
მოათავსეთ წაბლი ისე, რომ ბრტყელი მხარე საჭრელ ფაფაზე ჰქონდეს დადებული და მცირე ზომის ბასრი დანით გასერეთ კანი ზედა, მომრგვალებულ მხარეზე.
2. დაასველეთ წაბლი!
დასერვის შემდეგ წაბლი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში. ეს ხელს შეუწყობს ღუმელში ყოფნის დროს ორთქლის წარმოქმნას. გადაღვარეთ წყალი და გააშრეთ წაბლი. თუ გსურთ სანელებლების დამატება, შეგიძლიათ ამოავლოთ წაბლი გამლღვალი კარაქის, მარილისა და სასურველი სანელებლების ნაზავში.
3. დააფარეთ ფოლგა!
საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე მოთავსებულ წაბლს ზემოდან გადააფარეთ ფოლგა ისე, რომ შუაში ღია ადგილი დარჩეს (დაახლოებით საკვამურის მსგავსი). თუ წაბლი ბევრია, შეგიძლიათ რამდენიმე ამგვარი "სახურავი" გააკეთოთ.
შეწვით 180°-ზე, სანამ წაბლის კანი კარგად არ გაიხსნება - ამას დაახლოებით 25-30 წთ. სჭირდება. გამოიღეთ წაბლი და მოაცილეთ კანი, უმჯობესია გამოიყენოთ დანა. კანი უნდა მოაცილოთ რაც შეიძლება სწრაფად, სანამ წაბლი ცხელია, რადგან გაცივების შემდეგ კანის მოცლა თითქმის შეუძლებელი ხდება. ღუმლიდან გამოღების შემდეგ ნუ გახსნით ფოლგას ერთბაშად: ამოიღეთ წაბლი თითო-თითოდ, რათა სანამ ერთ ნაყოფს კანს აცლით, დანარჩენები არ გაცივდეს.
სასარგებლო თვისებები
წაბლი თმისთვის
წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად. ფხვნილის მომზადება საკმაოდ მარტივია: გააშრეთ წაბლი და დაფქვით ყავის საფქვავში. თავის დასაბანად დაგჭირდებათ 1-2 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილი. ის აჯანსაღებს თმას, ასქელებს და უბრუნებს ელასტიკურობას.
დაცვა მწერებისგან
კარადაში პატარა ტომრით ჩამოკიდეთ წაბლი და არასდროს შეგაწუხებთ ჩრჩილი ან სხვა მწერი.
წაბლი კანისთვის
ასევე სასარგებლოა აბაზანის მიღება წაბლის ფხვნილით. 1 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილს დაასხით 500 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ 8 საათი. მიღებული სითხე დაუმატეთ აბაზანას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აქვს მატონიზებელი ეფექტი.