„გგონიათ, ოჯახის სიმძიმე მხოლოდ მშობლების მხრებზეა? რეალობა სხვაა – უფროსი შვილები...“ – რას წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

სახლში ყველაზე დაღლილი სული ხშირად უფროსი შვილები არიან, – ამის შესახებ ასტროლოგი და ფსიქოანალიტიკოსი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიგაური განმარტავს, ისინი ოჯახში პასუხისმგებლობის საკმაოდ მძიმე ნაწილს იღებენ.

„სახლში ყველაზე დაღლილი სული არც დედაა და არც მამა… გგონიათ, ოჯახის სიმძიმე მხოლოდ მშობლების მხრებზეა? ფსიქოლოგიური რეალობა ხშირად სულ სხვაა.

გაიცანით „უხილავი ატლანტები“ — უფროსი შვილები.

ისინი, ვინც „ტახტიდან ჩამოგდებული მონარქის“ ტრავმა მიიღეს და საკუთარ თავზე აიღეს როლი, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. ისინი, ვინც გახდნენ „მესამე მშობლები“ საკუთარი და-ძმებისთვის.

ისინი, ვინც ტირიან მხოლოდ მაშინ, როცა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტილია“, – წერს რამაზ გიგაური.