ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა
1752426156
ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რა ანალიზების ჩატარების შემთხვევაშია გაჭაღარავების პროცესის შენელება შესაძლებელი.
„თუ თმა ნაადრევად გაგიჭაღარავდათ ან ადვილად გცვივათ, გეტყვით, რა 9 ტესტი უნდა ჩააბაროთ, რომელიც ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ გაჭაღარავების ყველაზე დიდი მიზეზი ასაკი და გენეტიკური განწყობაა.
რაც შეეხება იმ 9 ტესტს, რომელიც უნდა ჩააბაროთ:
ვიტამინი B12 — ეს ყველაზე მეტად ასოცირდება თმის გაჭაღარავებასთან;რკინის დეფიციტი;ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები — ამ მხრივ სჯობს გადაამოწმოთ TSH, FT4 და FT3;თუთიის გადამოწმება;სპილენძის გადამოწმება;ფოლიუმის მჟავა;D ვიტამინი;ANA — ანტინუკლეარული ანტისხეულები;გლიკოზირებული ჰემოგლობინი და კორტიზოლი — შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის მიზნით, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.“