ერთი სიტყვა, რომელსაც თქვენი ურთიერთობის ფარულად განადგურება შეუძლია

შეყვარებული

კამათისა და ჩხუბის დროს ხშირად ვამბობთ ისეთ სიტყვებს, რომლებსაც შემდეგ ვნანობთ. სამწუხაროდ, შემდეგ ყველაზე გულწრფელი ბოდიშიც კი ზოგჯერ უძლურია. შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა მიიღოს სინანული, თუმცა მისმა ქვეცნობიერმა - არა. ეს ძლიერი მექანიზმია, რომელთან შებრძოლებაც ხშირად რთული და შეუძლებელიც კი არის. ეს ეხება ყველანაირ ურთიერთობას, იქნება ეს პარტნიორთან, შვილთან, მეგობართან, თანამშრომელთან თუ სხვ. შედეგად კი ვიღებთ გაუგებრობას, უკმაყოფილებას, გაფუჭებულ ურთიერთობასა და განწყობას, არაკოსტრუქციულობას, უპატივცემულობას. ამ ყველაფრის თავიდან არიდების ერთადერთი გზა არსებობს - სწორად გამოხატოთ ემოციები და დაუკვირდეთ სიტყვებს, რომლებსაც ამბობთ.

ფსიქოლოგი ჯეფრი ბერნშტეინი ამბობს, რომ თავის პრაქტიკაში ის რეგულარულად აწყდება ასეთი კომუნიკაციის შედეგებს. როგორც წესი, მისი კლიენტები არიან დაქორწინებული წყვილები, რომელთა ურთიერთობა „რატომღაც“ არასწორად წავიდა. თერაპიის პროცესში ხშირად ირკვევა, რომ ერთ-ერთი მიზეზი (რა თქმა უნდა, მიზეზები ყოველთვის კომპლექსურია) სწორედ ნეგატიური კომუნიკაციაა. პარტნიორი, თუნდაც ყველაზე სტაბილური ფსიქიკის მქონე, არ არის მზად ამ სახის მანიპულირებისთვის, მით უმეტეს, თუ ასეთი კომუნიკაცია განმეორებადი ხასიათისაა. ჩვენ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგეთ.

სიტყვა "უნდა"
უბრალოდ იცოდე, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვას იყენებ, შენს ბედნიერებას ანგრევ. ეს სიტყვა არის "უნდა" და მისი ყველა ვარიაცია. ფაქტია, რომ გამუდმებით ვკიცხავთ ადამიანს მისი "ვალებისთვის", ჩვენს თავს კი უფრო მაღალ საფეხურზე ვაყენებთ. ეს თითქოს მინიშნებაა, რომ აქ უფროსი მე ვარ, წესებს მე ვადგენ. თქვენ, შესაძლოა, საერთოდ არ გულისხმობდეთ ამას, მაგრამ ქვეცნობიერი ასე აღიქვამს, რაც იწვევს გაუგებრობებსა და უნდობლობას.
ალტერნატივები
არასოდეს თქვა "ეს უნდა გაგეკეთებინა" ან "ეს უნდა გეთქვა". შეცვალეთ სიტყვა "უნდა" შემდეგი ალტერნატივებით:

"ნეტავ..." ან "ნეტავ თქვა." ან კიდევ უკეთესი - "კარგი იქნება, თუ შენ...". კიდევ უკეთესი - "მგონი მაგარი იქნება თუ...";
ფრაზის ნაცვლად „უნდა გესმოდეს“ თქვი „იმედია გესმის ჩემი“;

იმის ნაცვლად, რომ „შენ უნდა გაგეფრთხილებინე“, თქვი „შენზე ვნერვიულობდი“.

გამოიყენეთ ნაკლებად მბრძანებლური ალტერნატივები. კონცენტრირება მოახდინეთ არა იმაზე, რასაც ამბობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ აკეთებთ ამას. სიტყვის „უნდა“ თავიდან აცილებით შეამჩნევთ, თუ როგორ გაქრა ნეგატივი თქვენი ურთიერთობიდან, როგორ გახდა ის უფრო თბილი და სანდო.

წყარო: