ექიმი განმარტავს, ძილის რომელი ტიპია ჯანმრთელობისთვის საშიში

ყავა და ძილი

გრძელი დღის ბოლოს ძილი ყველასთვის სასიამოვნო ჯილდოა, თუმცა ბევრ ადამიანს დაძინება უჭირს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ძილის წინ სოციალურ ქსელს ვათვალიერებთ.

ზოგიერთს შეუძლია სწრაფად ჩაძინება, ზოგს ძალიან უჭირს.

ექიმმა განმარტა, რატომ შეიძლება მიკრო ძილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინება იყოს.

მისი თქმით, მიკრო ძილი ხდება მაშინ, როდესაც ტვინი უნებლიედ ითიშება რამდენიმე მილიწამიდან 30 წამამდე. ამ დროს ადამიანის თვალები შეიძლება ღიად დარჩეს, მაგრამ ტვინი ვერ ამუშავებს ინფორმაციას - ეს ხშირად ვითარდება 24 საათიანი უძილობის შემდეგ.

ექიმი მიუთითებს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ავტოავარია უკავშირდება მიკრო ძილს. ეს ეხება განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ხშირად მუშაობენ 24-საათიან ცვლაში. მართვის დროს რამდენიმე წამიანი გათიშვა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ 24 საათი უძილოდ ყოფნა ნასვამი მდგომარეობის ტოლფასია - კოგნიტური შესაძლებლობები იმავე დონემდე ქვეითდება, როგორც სისხლში ალკოჰოლის მომატებისას. მიუხედავად ამისა, ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ხშირად უწევთ ოპერაციების ჩატარება ღამის საათებში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პასუხისმგებლობას.

ექსპერტების თქმით, კოგნიტური ფუნქციების შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველ ღამე მინიმუმ 4.5 საათი ძილი, თუმცა უმეტესობა უკეთესად ფუნქციონირებს 7 საათამდე ძილის შემთხვევაში. ეს არ მოიცავს დღის განმავლობაში მოკლევადიან დასვენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა ადრე ბნელდება.

თუ დაძინების პროცესში ხშირად განიცდით დისკომფორტს, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტთან კონსულტაცია.