1775661575
„ძმარი პესტიციდებს არ მოაშორებს“ - ექიმი გვასწავლის, როგორ გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული სწორად
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, თუ როგორ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენი სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოვაშოროთ:
-აიღეთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მარწყვი განვიხილოთ. წყლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ. ძმარს ნუ დაამატებთ. ძმარი პესტიციდებს არ მოაშორებს. დაამატეთ საკვები სოდა. 1 ლიტრს წყალზე 1 სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ამის შემდეგ ეს ყველაფერ კარგად მოურიეთ, დაახლოებით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაღვარეთ, გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში, გადმოიტანეთ თასიდან, გააშრეთ და მიირთვით.









