დღესასწაულების შემდეგ ჩვენი მადა თუ გაიზარდა - ნუტრიციოლოგის რჩევა

მადა

იანვარში ბევრს ტკბილეული და არაჯანსაღი ხემსი იზიდავს, მიზეზი ხშირად არა სუსტი ნებისყოფა, არამედ დღესასწაულების შემდეგ ძილის ნაკლებობაა - ამბობს ნუტრიციოლოგი.

ადრეული გაღვიძებისა და გვიან დაძინების ჩვევის გამო ორგანიზმი სრულად ვერ აღდგება. ენერგიის დეფიციტის პირობებში ტვინი სწრაფ ნახშირწყლებს ითხოვს. „ადამიანს შეიძლება გულწრფელად ეგონოს, რომ შია, მაშინ როცა სინამდვილეში ის უბრალოდ უკიდურესად დაღლილია“, - ამბობს ექსპერტი.

ასეთ მდგომარეობაში დიეტებით მადის შეკავება შეცდომაა. ეს ქმნის მანკიერ წრეს: დაღლილობა იწვევს ტკბილეულზე გადაჭარბებულ მოთხოვნას, რაც ძილს კიდევ უფრო აუარესებს.

ნუტრიციოლოგი გვირჩევს მდგომარეობა ასე გამოვასწოროთ:

ძილის მოწესრიგებას - ეტაპობრივად ადრე დაძინება და გაღვიძებას;

დილით კაშკაშა სინათლეს, საღამოს კი ჩამქრალ განათებას და გაჯეტების გარეშე ყოფნას;

საუზმის არ გამოტოვებას და დაბალანსებულ კვებას, რაც მოიცავს ცილებს (ხორცი, თევზი, ხაჭო) და ბოჭკოს (ბოსტნეული);

საღამოს რიტუალის შექმნას - თბილი შხაპი, სეირნობა ან კითხვა.

მადის კონტროლის მთავარი გასაღები არა აკრძალვები, არამედ მინიმუმ 7-საათიანი ძილი და რეჟიმია. როდესაც ორგანიზმი დასვენებულია, ის წყვეტს ფუნთუშების მოთხოვნას და საკვებს უფრო გააზრებულად ირჩევს.