ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გულმოდგინედ ახარისხებთ სარეცხს, რაღაც მაინც ყოველთვის იკარგება. გამოცემა Martha Stewart-მა განმარტა, რომ წვრილი ნივთები ადვილად იჭედება სარეცხი და საშრობი მანქანების დეტალებში, იმალება სხვა ნივთებში ან ჯერ კიდევ რეცხვამდე იკარგება სახლში.
დაკარგული წინდების ყველაზე გავრცელებული „სამალავი“
სარეცხი ან საშრობი მანქანის შიგნით: წინდები შეიძლება გაიჭედოს ბარაბნის უკან, წინა პანელის მქონე მანქანების რეზინის იზოლაციაში (მანსჟეტში) ან გაძვრეს ფილტრში და მოხვდეს საშრობის ვენტილაციაში.
ტექნიკის შიდა ნაწილების შემოწმება არა მხოლოდ დაკარგული წინდების პოვნაში დაგეხმარებათ, არამედ პოტენციურ ხანძარსაც აგაცილებთ თავიდან.
მანქანების უკან ან მათ შორის: ზოგჯერ წინდა „ვარდება“ სარეცხ და საშრობ მანქანებს შორის ან მათ ქვეშ. ამ რთულად მისაწვდომი ადგილების საფუძვლიანმა დასუფთავებამ შესაძლოა დაკარგული ნივთების რაოდენობით გაგაოცოთ.
ხვა ნივთების შიგნით: წინდები ადვილად ხვდება სვიტერების სახელოებში, შარვლის ტოტებში ან საბნის პირებშიც კი. სარეცხის დაკეცვისას ყურადღება მიაქციეთ ჯიბეებსა და ღრმა ნაკეცებს.
ჯერ კიდევ რეცხვამდე: ხშირად წინდა მანამ იკარგება, სანამ სარეცხის კალათაში მოხვდება: საწოლის ქვეშ, დივანზე ან ფეხსაცმლის შიგნითაც კი.
როგორ ავიცილოთ თავიდან დანაკარგი
გამოიყენეთ სარეცხი ბადე-ჩანთები: მოათავსეთ წინდები სპეციალურ ელვაშესაკრავიან ტომარაში. ასე ისინი ერთად დარჩებიან რეცხვისა და გაშრობის ყველა ციკლის განმავლობაში.
პლასტმასის სამაგრები (კლიპსები): სპეციალური დამჭერები დაეხმარება წინდებს, წყვილად დარჩნენ როგორც რეცხვის, ისე გაშრობის დროს.
დააწყვილეთ კალათამდე: ყოველთვის გადაახვიეთ ან დააწყვილეთ წინდები მანამ, სანამ მათ სარეცხის კალათაში გაგზავნით. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რომელი წინდები წავიდა სარეცხში.