ბინები, ამ 3 ნომრით რთულ ენეგეტიკას ატარებს... - ნუმეროლოგის რჩევა

ბინა

ნუმეროლოგების თანახმად, გარკვეული საცხოვრებელი ბინის ნომრები შესაძლოა რთულ ენერგეტიკას ატარებდეს და გავლენა ჰქონდეს მობინადრეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ 5, 7 და 9 ნომრებს, რომლებიც დაკავშირებულია გარდამავალი ენერგიით, ღრმა ემოციური ტრანსფორმაციით ან დროებითი განცალკევების შეგრძნებით, წერს Parade.

5 – არასტაბილურობა და სულიერი შთაგონება
ეს რიცხვი ასოცირდება თავგადასავლებით, ცვლილებებით და რუტინის დარღვევით. ბინა ნომრით 5 შეიძლება იყოს შთაგონებისა და სტიმულირების წყარო, თუმცა რთულდება ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზება.

7 – იზოლაცია და სულიერი ზრდა
ნომერი 7 ხელს უწყობს თვითგანვითარებას, სიბრძნესა და ინტუიციას. თუმცა ამავე დროს, თუ ადამიანი დიდხანს იმყოფება ასეთ სახლში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მარტოობის შეგრძნება და რთული გახადოს სოციალური კონტაქტების დამყარება, 

9 – ემოციური სიმძიმე და მუდმივი ცვლილებები
ბინები ნომრით 9 დაკავშირებულია თანაგრძნობასა და კოლექტიურ განვითარებასთან, თუმცა მობინადრეები ხშირად განიცდიან არასტაბილურობის შეგრძნებას. ადამიანები, გარემოება და შესაძლებლობები სწრაფად იცვლება, რაც ასეთ მისამართს რთულს ხდის მათთვის, ვინც სტაბილურობას ეძებს.

ნუმეროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ნომრები ყველასთვის„უცნაური“ ან უარყოფითი არ არის. ზოგიერთისთვის ისინი გამოწვევებს ქმნის, ზოგისთვის კი – სულიერ განვითარებასა და თვითგამორკვევას უწყობს ხელს. სახლის არჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალური პიროვნების და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით.