როგორი ამინდი იქნება ხვალ - განახლებული პროგნოზი
1775927599
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს.
„აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!! კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას,შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას,რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის
ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)
ვიტამინები - A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა;
რკინა და თუთია -ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა;
ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)-ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა;
განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის!!!
რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?
რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:
1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში;
3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში;
7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში;
აღდგომის დღეებში შეიძლება ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად. ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
მონელების პროცესების დარღვევა,მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა;
ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი);
ქოლესტერინის დროებითი მატება - ხანგრძლივი გადაჭარბებისას.
ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია) ზოგადად
უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი
არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს )
დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებს.
აღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა. მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა“ - წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.