4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს

წყვილი

ზოგჯერ ქალები იმიტომ კი არ რჩებიან მარტოსულები, რომ გარეგნობით არ არიან საკმარისად მიმზიდველები, არამედ იმიტომ, რომ არ იციან როგორ იურთიერთონ მამაკაცთან, ვერ აღიქვამენ იუმორს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არ ესმით მამაკაცების ფსიქოლოგია. ჩვენ გეტყვით 4 ფრაზას, რომელიც არ უნდა უთხრათ მათ, თუ არ გსურთ მარტო დარჩენა.
 

1.„ვალდებული ხარ, რომ ასე მოიქცე". ქალების უმეტესობას, რა თქმა უნდა, სიამოვნებს, როცა მამაკაცები ზრუნავენ მათზე, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ითვლება, რომ მამაკაცები არ არიან ვალდებულები რაიმე აკეთონ თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ვალდებულების გამო. როგორც კი მამაკაცი ასეთ ფრაზას გაიგონებს, მისი სურვილი, რომ რაღაც მაინც გააკეთოს იმ ქალისთვის, ვისთანაც ურთიერთობაშია, უბრალოდ ქრება.

2. „მაგრამ სხვა კაცები...“ ეს „პოზიტიური მაგალითის“ მეთოდი არასდროს მუშაობს, რადგან არც ერთ მამაკაცს არ უყვარს სხვებთან შედარება. თუ გსურთ, რომ მამაკაცი გააღიზიანოთ, თქვით ეს უფრო ხშირად. ხოლო, თუ თქვენი მიზანი პარტნიორის მოტივაციაა, მოძებნეთ გავლენის სხვა მეთოდები.

 
3."დრო არ გაქვს..." თუ ამას ამბობთ, არ აქვს მნიშვნელობა რაზე საუბრობთ. ადამიანებს, მათ შორის მამაკაცებს, არ მოსწონთ ასეთი განზოგადება. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ ფრაზები, როგორიცაა "შენ არასდროს მომისმენ", "შენ არასდროს მეხმარები" და ა.შ, სჯობს ტაქტიანად და ნაზად ისაუბროთ თქვენს უკმაყოფილებასა და სურვილებზე. მაგალითად: „მოხარული ვიქნები, თუ მომისმენ“, ან „მინდა დამეხმარო ამაში“.

4.„გიკრძალავ.." ეს ფრაზა ყველას სძულს ბავშვობიდან. მამაკაცი, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა გაქვთ, ბავშვი აღარ არის, ამიტომ არ გაქვთ უფლება რაიმე აუკრძალოთ. თუ ასეთ გამოთქმას გამუდმებით იყენებთ, თქვენ აუცილებლად დაკარგავთ მას.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ გავაცილოთ ძველი წელი, რომ ახალმა წარმატება მოგვიტანოს

რატომ ჩნდება სახლში ჭიანჭველა, ობობა, მორიელი - ნახეთ ეზოთერიკოსის ახსნა