9 ნამდვილი ფაქტი ქალზე, რომელიც შავ ფერს ატარებს

შავი

9 ნამდვილი ფაქტი ქალზე, რომელიც შავ ფერს ატარებს:

ქალი, რომლებიც შავ ტანსაცმელს ატარებს, ფერადი ცხოვრებით ცხოვრობს. ისაა მიზანდასახული, შრომისმოყვარე ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოიწყოს საოცნებო ცხოვრება. 
 
კვლევის მიხედვით, ქალი, რომელსაც შავი ტანსაცმელი აცვია, ითვლება, რომმიმზიდველი, წარმატებული და თავდაჯერებული ადამიანია. ესაა ძლიერი ქალი, რომელიც უბრალოებით გამოირჩევა და ყველას პატივისცემას იმსახურებს. 
 
ეს ქალი, ყველაფერზე მეტად, საკუთარი თავის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ეს არ არის ადამიანი, რომელთანაც უნდა იწუწუნო - მისი პასუხი მხოლოდ იმაში დაგარწმუნებს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი აუცილებლად უნდა დაიბრუნო. 
 
მას არ ეშინია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია; მას არ აინტერესებს რას ფიქრობენსხვები. ის თავისი ცხოვრების ყველა ასპექტს აღიქვამს, როგორც თვითგამოხატვის საშუალებას და არასოდეს გახდება ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ბრმად მიჰყვება.  
 
ის პირდაპირი ადამიანია. თუ მას აზრს ჰკითხავ, მართალ პასუხს მიიღებ და არა იმას, რისი მოსმენაც შენ გსურს.
 
ეს ქალი, ელეგანტურობის და იდუმალების კომბინაციაა. არსებობს კი რამე უფრო იდუმალი, ვიდრე მოხდენილი, ელეგანტური ქალი, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი?
 
მას არ ეშინიათ ცხოვრების შეცვლის. მეგობრები, სამსახური, პირადი ურთიერთობები - მას სჯერა, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ უღიმღამო სიტუაციებში დარჩე.
 
ამ ქალს არ აინტერესებს, მოგწონს თუ არა. ის არ ცხოვრობს იმისთვის, რომ სხვების მოწონება დაიმსახუროს. ის ცხოვრობს იმისთვის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. 

 მას აინტერესებს როგორ ცხოვრობს და არა ის, თუ როგორ გამოიყურება. დიახ, მას სურს, რომ მთელი ენერგია მნიშვნელოვან საქმეეbს დაუთმოს. ცხადია, მას აქვს სურვილი, ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებოდეს, მაგრამ დრო, რომელიც ტრენდული ფერების შეხამებაზე უნდა დახარჯოს, მისთვის ზემდმეტად ძვირფასია - მას ურჩევნია, რომ ეს დრო, წიგნების კითხვას დაუთმოს!