რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
1785271510
ალბათ, საზღვარგარეთიდან ჩარიცხული, ქოლცენტრებიდან მიღებული თანხები შემოაკლდათ და ქართული საზოგადოება გაახსენდათ, ყველა ადამიანს შეუძლია, შემოწირულობა გააკეთოს და პარტიამ შემოწირულობა დეკლარირებულად მიიღოს, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ როცა მათ საზოგადოება მაშინ ახსენდებათ, როცა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიდიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მათგან ფინანსური დახმარება მოითხოვეს და გამოაცხადეს, რომ რეგიონებში გასვლას პირველი აგვისტოდან იწყებენ.
„არაერთი თვეა გვესმის, რომ რეგიონებში გასვლას აპირებენ, მაგრამ პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მათი დაპირებები ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე, რომელიც საქმის გარეშე სრულდებოდა“, – აღნიშნა შალამბერიძემ.