ზურაბ ქადაგიძე: იმედი მაქვს ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს ევროკავშირს იმ უფსკრულში, რასაც უქადის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ

ზურაბ ქადაგიძე

იმედი მაქვს ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს [ევროკავშირს] იმ უფსკრულში, რასაც უქადის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ „დღის ქრონიკაში“.

„ევროკავშირმა ახლა საკუთარ თავში უნდა გამონახოს ძალა, რომ რებრენდინგი განიცადოს - დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რასაც რეალური ევროპა წარმოადგენს. იმედი მაქვს ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს [ევროკავშირს] იმ უფსკრულში, რასაც უქადის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ. იმედი მაქვს დაუბრუნდებიან იმ სივრცეს, რასაც ჰქვია რეალური თანამშრომლობა, კონკურენცია და ა.შ.“ - აღნიშნა ქადაგიძემ.