ზუკა რურუა: ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ სრულიად განადგურებულია ოპოზიციური სპექტრი და მთლიანად გადართულია თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან

ზუკა რურუა

ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ სრულიად განადგურებულია ოპოზიციური სპექტრი და მთლიანად გადართულია თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზუკა რურუამ.

რურუა გია ბარამიძის და გიგა ბოკერიას ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩოში, რაც „ქრონიკის“ კამერამ შემთხვევით გადაიღო, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შენობას ტოვებდნენ.

„ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ სრულიად განადგურებულია ოპოზიციური სპექტრი და მთლიანად გადართულია თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან. ესეც ნათელი მაგალითია იმის, რაც მათ უნდათ განახორციელონ 4 ოქტომბერს“, - აღნიშნა რურუამ.