აშშ-ს საელჩო მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადებას ავრცელებს
1774935371
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ. განათლების კომიტეტის შემდეგ, საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მშობლების მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე, 2026-2027 სასწავლო წელს, გამონაკლისის სახით, პირველ კლასში სწავლის დაწყების უფლება ექნებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. სკოლაში შესვლა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არის ნებაყოფლობითი და დამოკიდებულია მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილებაზე.