თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინიექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი.
“უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინიექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის. ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით. დიახ, დღეს მთავარი ამოცანა ევროელიტებისთვის უკრაინის ომთან მიმართებით სწორედ სახის შენარჩუნებაა. ვერ შეინარჩუნებენ, და პოლიტიკურად თუ მორალურად წალეკვა ემუქრებათ.” - წერს ანჯაფარიძე.