„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია „copy-paste“ არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუ დასმენებიდან, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, ყველაზე ამაზრზენი ამ შემთხვევაში მარტა კოსის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო ხალხს ციხეში იჭერს.
„საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია „copy-paste“ არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუ დასმენებიდან.
ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ის ცრუ განცხადება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო აგზავნის ციხეში ხალხს. არადა, ყველამ ვიცით, რომ ის ხალხი ციხეში კონკრეტული და დადასტურებული დანაშაულის გამო მოხვდა, რომელიც ხშირად განზრახ ჩაიდინეს, რომ ევროპაში შესაბამისი აღქმები შეექმნათ.
ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით კი ვერანაირი პროდუქტიული დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერ შედგება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.