ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ამ შესწორების შეტანამდე პორტუგალიაში მიმდინარე ასამბლეაზე ბრიტანეთის და შტატების წარმომადგენლებმა დოკუმენტში სირიის მხარდამჭერი ჩანაწერის გაკეთება კონგრესმენ ჯო უილსონის სახელით მოითხოვეს. "ქართული ოცნების" შეფასებით, უილსონის ინიციატივა შინაარსისგან იყო დაცლილი და ის ოპოზიციის წინადადებებს ლობირებდა. საბოლოოდ კი ჩანაწერი ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით გაკეთდა.
"ჯო უილსონს სურდა, რომ სირიის ახალი ხელისუფლებისთვის ამ გზავნილით მხარდაჭერა გამოეხატა და მოეწოდებინა ეუთო-ს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლათ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო, იმ შემთხვევაში, თუ სირია არ წაიღებს უკან აღიარებას. შესაბამისად, მე დავაყენე საკითხი, რომ შესწორება შეგვეტანა ამ ჩანაწერში და შევთავაზე, რომ ეუთო მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას, სასწრაფოდ უკან წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ამასთან ერთად, სირიას აღიარებული აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობაც და პრინციპში ჩემი შესწორება ასევე მოიცავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც. შესაბამისად, ასამბლეის წევრებმა ამ ჩემი შესწორებას დაუჭირეს მხარი და ეს აისახება საბოლოო დეკლარაციაში.
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა არის ყველაზე დიდი ფარსი," - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.