ერთმა ბოსტნეულმა მთელი ევროპული ერი კინაღამ მოკლა - Forbes
1762534311
შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდიგვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად, ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძის მიდგომებს დაეყრდნო ქართველი ხალხის აზროვნება.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ილიაობა და, განსაკუთრებით, ყვარლელებს. შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდიგვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად, ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. მან მოუყარა თავი წინაპრებისგან შემორჩენილ ღირებულებებს, ჩამოაყალიბა ის სამი სვეტის განზომილება – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელსაც დაეფუძნა ახალი აღორძინებული ქართული სახელმწიფო. მისმა მიდგომამ გამოგვატარა XIX საუკუნე, XX საუკუნის დასაწყისი. სწორედ ილია ჭავჭავაძის მიდგომას დაეყრდნო ქართველი ხალხის აზროვნება, მათ შორის რუსულ და საბჭოთა იმპერიებში, შემდგომ – ახალი ქართული რესპუბლიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაშენებთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ამ ღირებულებების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენთვის რთულ ისტორიულ მონაკვეთებში მთავარ საფუძვლად იქცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.