ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას - პრემიერი

კობახიძე

საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

„საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის! ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ მინისტრს ამ წარმატებას — ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას“ - წერს ირაკლი კობახიძე.