გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
საქართველოში ოპოზიცია და მისი აქტივისტები სერბეთთან პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არათუ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ გამარჯვების შანსი, არამედ სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ოპოზიციას სურს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს სერბეთში გამარჯვებული პარტია მისი მოკავშირეა, თუმცა ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
"ვნახე, რომ ამ პარტიის გამარჯვებით რაღაც ისე უნდა წარმოაჩინონ, თითქოსდა ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მოკავშირეებმა გაიმარჯვეს. აბსოლუტურად განსხვავებულები არიან თავის პროგრამით, ხედვით და დამოკიდებულებით საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზოგადად. აბსოლუტურად სხვა არის, ამათ უნდათ, რომ ამ სტუდენტების კისერზე შემომხტარებს შემოვიდნენ და პოლიტიკის მართვის სადავეები აიღონ ხელში. ამათ სხვა გეგმა აქვთ, ესენი არ ფიქრობენ, რომ სტუდენტურ სიაში მყოფი ხალხი თუ მის გარეთ მყოფი ახალგაზრდები გარეკონ იმ სისხლიან კალოზე, არა აქვთ ეგეთი გეგმა, არც ის გეგმა აქვთ, არც იმას ფიქრობენ, რომ ევროკავშირს უნდა დაუახლოვდნენ, მაგრამ უპირობო უნდა იყოს ეს დაახლოება და საზოგადოება ამაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. არც ვიღაცის დიქტატზე არ უნდათ და დამორჩილება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.
მოძრაობა "სტუდენტური სია" ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა მედია წერს, რომ წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.