1746733863
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ - მათ გარდაუვალი მარცხი ელოდებათ

ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ქართული ოცნებისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ამაზე საუბარს ჯერ ვერ ბედავენ.
„რაც შეეხება თავად ოპოზიციის მზადებას, თქვენ ხედავთ. რომ ისინი დადიან რეგიონებში, ატარებენ პარტიულ კონფერენციებს, დაწყებული აქვთ ტრენინგები და ასე შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ. როგორც ჩანს, საბოლო გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ და დავალება მათ მიმართ მიღებული არ არის“, - განაცხადა ბოჟაძემ.