ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
"ვხედავთ, რომ ახლა გარედან Deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია კომუნიკაციაზე უარს აცხადებს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"ერთ-ერთი ევროპული ღირებულება დიალოგია. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეზეა საუბარი, ჭეშმარიტების განხილვა და კომუნიკაცია. თუმცა ვხედავთ, რომ ახლა გარედან Deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია კომუნიკაციაზე უარს აცხადებს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ "ნაცმოძრაობასა" და Deep state-ის მიერ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი. როდესაც საკითხი ეხება კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, ამაზე საუბარს ყველა გაურბის, რადგან ყველამ იცის, რომ სიმართლის წინაშე დამარცხდებიან," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.