ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ისე მოხდეს, რომ ნაკვეთთან მისასვლელი გზა ჰქონდეს მფლობელს.
„მოგესალმებით. მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. ბევრი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა და მადლობა ხელისუფლებას ამისთვის. თუმცა, არის ბევრი ისეთი შემთხვევა, როცა დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა არ აქვს. იქნებ რეესტრმა ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს და ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს. ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი და გთხოვთ გაითვალისწინოთ,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
გიორგი დგებუაძემ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს იმ მოქალაქეებს ვინც მსგავსი ფაქტის წინაშე დგას, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტო მაქსიმალურად ეცდება, ხარვეზები გამოასწოროს.
პარლამენტის საშემოდგომო სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც პარლამენტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი დგებუაძემ წარუდგინა.