"ვინც სჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს, ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისათვის" - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამაშვილი

 "ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში არც ენჯეოები არიან, არც სამოქალაქო სექტორი. ისინი ჩვეულებრივად აგენტურის ნაწილები არიან, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაზე დაწინაურებულიც კი აგენტურულ სტრუქტურებში." - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ვინც ჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს.

"ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში არც ენჯეოები არიან, არც სამოქალაქო სექტორი. ისინი ჩვეულებრივად აგენტურის ნაწილები არიან, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაზე დაწინაურებულიც კი აგენტურულ სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, მათ ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისინი, თავის საქმიანობას, თავის რესურსებს მთელი ამ წლების განმავლობაში ახმარდნენ ჩვენი ქვეყნის ძირის გამომთხრელ საქმიანობას. ჩვენ ვხედავთ მოძალადეთა ჯგუფს, რომლებსაც როგორც ჩანს, დარჩათ მხოლოდ პროვოკაცია საქმიანობად და ეს არის სახე ზუსტად ამ დეგრადირებული აგენტურის, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ დაემხოთ და გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დაამხეს და გაანადგურეს საკუთარი თავები. რა თქმა უნდა, ვინც სჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისათვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ძალადობრივი, უხამსი გზებით ვინმემ რაიმე ხეირს მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.