წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
დღეს რომ გაცილებით ცუდ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრებათ, რომელთაც ეს ყველაფერი ჯერ ბოიკოტით დაიწყეს და ბოლოს, 4 ოქტომბრით დააგვირგვინეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე მოწყობილი იყო სპეცოპერაცია, რომელმაც ქვეყანას და ადამიანებს მხოლოდ ზიანი მოუტანა.
„პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ანიტას სახით აგენტი ჰყავს, რომელსაც ფულს უხდის და ყველაფერს აკეთებინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა. მეორეს მხრივ, მესამე პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ახლებს“ ბრალს სდებს, რომ წინასაარჩევნოდ 40 მილიონს იღებდა და ამას არჩევნებში მონაწილეობისთვის იყენებდა. კითხვა მაქვს – „ოცნების“ ამომრჩეველი რატომ კითხულობს, ხელისუფლება უხდის თუ არა „ნაცმოძრაობას“ ფულს იმის კეთებაში, რაც თავად უნდათ. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ვეკითხები, რატომ არ აწუხებთ, რომ ის ხალხი, ვინც ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, თავად ივანიშვილის ფულით? თუ კობახიძის აგენტი – ანიტათი ებრძვიან? – ეს იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღასრულა. ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ქვეყანა იქამდე მიიყვანეს, სადაც ვართ. არ შეიძლება, სახელმწიფოში არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადო იმიტომ, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ბოიკოტი თავიდანვე დიდი შეცდომა იყო, რადგან მოქალაქეებს არაერთხელ აქვთ ნანახი ის შედეგები, რომელიც მსგავსმა უპასუხისმგებლო ქმედებებმა მოიტანა“, – განაცხადა ფილფანმა.