VIDEO: ხილულია ვინ გვებრძვის, ეს არის ის ძალები, რომლებიც მართავენ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიას და ასევე ბრიტანეთის ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანაშიც და თავის მხრივ ევროპაშიც - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარაშვილი

ხილულია ვინ გვებრძვის, ეს არის ის ძალები, რომლებიც მართავენ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიას და ასევე ბრიტანეთის ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანაშიც და თავის მხრივ ევროპაშიც ევრო ბიუროკრატიამ აბსოლუტურად დაკარგა ეფექტი, გაცვდა - ამის შესახებ  „ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„შესაბამისად ეს იყო ტაქტიკური სვლა ერთგვარი, რომ ამ ბრძოლის წინაშე გამოსულიყო დიდი ბრიტანეთი და ეს არაერთხელ ყოფილა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე საბედისწერო იყო 2022 წლის აპრილი, როდესაც საგანგებო დავალებით მივლენილმა ბორის ჯონსონმა ჩაშალა  უკვე შეთანხმებული და ხელმოწერილი სამშვიდობო დოკუმენტი, რომლის შემდეგაც მრავალი ასეული ათასი ადამიანი გარდაიცვალა, დაიკარგა ტერიტორიები და დღესაც 4 წლის თავზე ეს ომი გრძელდება და ამ ომის გაგრძელება, საზღვრების გაზრდა არის დიფსთეითის და ამ ოლიგარქიული ოჯახის ინტერესი...“, - განაცხადა შაქარაშვილმა.