VIDEO: „გახარია ცდილობს გადაირჩინოს პოლიტიკური იმიჯი, რომელიც აღარ შერჩენია“- ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„გახარია ცდილობს გადაირჩინოს პოლიტიკური იმიჯი, რომელიც აღარ შერჩენია თავისი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ამ ადამიანმა ჯერ ქართული საზოგადოება გადააგდო, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ ადგა და მიეკედლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ის „ნაციონალური მოძრაობაც“ გადააგდო. არ ვიცი, ზოგადად რამდენად სერიოზულად ვისაუბროთ ამ სუბიექტზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.