1733258119
VIDEO: ეჭვის დონეზე შეიძლება ადამიანი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადოთ ეს ნორმალურია? რას ერჩოდით სალომე ზურაბიშვილს, რატომ ეძახდით სამშობლოს მოღალატეს? - რას პასუხობს დავით ნებიერიძე ვახო ხუზმიაშვილს
ამ წუთას, კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ, რადგან თემას შევეხეთ. როგორი ბნელი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, გადამწყვეტ მომენტში, ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში, ადამიანი, როდესაც სამშობლოსთვის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ის უკვე არის ამ ქვეყნის ნამდვილი და ღირსეული მოქალაქე - ამის შესახებ დავით ნებიერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.