მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
ბრიუსელი მთლიანად იყო დაქვემდებარებული აშშ-დან მმართველი ძალებიდან მომდინარე პოლიტიკაზე, იყო ვასალურ მდგომარეობაში მთელი ამ წლების განმავლობაში და ამან მიიყვანა იმ კატასტროფულ შედეგებამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს ევროკავშირია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის თქმით, ამ დიდი ცვლილებების დროს იკვეთება საქართველოს ისტორიული შანსი, რომ გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო.
„დღეს ჩვენ ამ პროცესებში მთავარი კითხვა და საზრუნავი გვაქვს, სად არის ამ დროს საქართველო. აგრძელებს სვლას იმ კავშირებისკენ, რომელიც უკვე წარსულს ჩაჰბარდა, თუ ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები იქნება ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან, რამაც უნდა მოგვიტანოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება.
დღეს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მკაფიოდ აცხადებს, რომ აღარ არის საკმარისი ევროკავშირის კრიტიკა და მხილება. საქართველოს მოსახლეობამ მთელს მსოფლიოსთან ერთად ნათლად დაინახა რა მდგომარეობაა ევროკავშირში ღირებულებითი, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ. ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ჩვენ ამ გზაზე უნდა დავდგეთ, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან. ჩვენ დავრჩებით იმ წარსულსა და ნანგრევებში, რომელიც წარმოიქმნება ამ ევროატლანტიკური სივრცის ნგრევის შედეგად“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.