ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიში „ქრონიკასთან“ შეაფასა და მას პოლიტიკური უტიფრობა უწოდა.
„ილუზიაა და მეტი არაფერი ის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება გამომდინარე იქიდან, რომ ამ დამოკიდებულებას განსაზღვრავს ევრობიუროკარტიის მიერ მიღებული დავალება, რომელიც გაიცა „დიფ სთეითისგან“ და ის გულისხმობს საქართველოში აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას და ამ მიზნის ნებისმიერი ფორმით მიღწევას იმისათვის, რომ საქართველო კვლავ გადაიქცეს ვასალ სახელმწიფოდ,
გუშინ ვიხილეთ ანგარიში, რომელმაც საკუთარივე რეკორდები გააუმჯობესა უსამართლობის, პოლიტიკური ფარისევლობის და ორმაგი სტანდარტის. ეს არის პოლიტიკური უტიფრობა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1762345302