1767110152
ვახტანგ თოფურია ევროკომისიის მიერ ენჯეოების დაფინანსების 600 პროცენტით გაზრდაზე: უკვე ნათელია, რატომ მოუწოდებს ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ეხმიანება ევროკომისიის მიერ ბიუჯეტში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 600 პროცენტიანი ზრდის შეთავაზებას.
მისი განცხადებით, უკვე ნათელია, რატომ მოუწოდებს ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები
„10 მილიარდი დოლარის სუბსიდია „მრავალფეროვნებისთვის“ USAID-ის დამხობის შემდეგ, ევროკავშირმა აიღო ჩირაღდანი ხელში. უკვე ნათელია, თუ რატომ მოუწოდებს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე გამჭვირვალობის შესახებ“, - წერს თოფურია X-ზე.
10 billion subsidy for “DIVERSITY”
— Vakhtang Topuria (@vatopuria) December 30, 2025
After the dethronement of USAID, the EU took up the torch. It is already clear why the EU Council calls on the Georgian authorities to repeal the laws on "family values and the protection of minors" and also on transparency. https://t.co/7eIZA8dExD












