გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1754462857
კონკრეტულ ქვეყნებს და კონკრეტული ძალების მქონე პირებს აქვთ თავიანთი ინტერესები საქართველოში, რათა აქ დაიწყოს დესტრუქციული პროცესები და ჩვენ ჩვენს ღირებულებებს გადავაბიჯოთ და რაღაც ძალადობით დავაიმპორტიროთ ის მავნე ღირებულებები, რაც ქართულ რეალობაში არ ზის, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია „ქრონიკის“ კითხვაზე შვედეთის საელჩოს პასუხს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
„თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არავინ არავის ავიწროებს და არავინ არავის გამოარჩევს რაიმე კონკრეტული ნიშნით. ცხადია, ამ პირების უფლებები არის დაცული და ამ პირების უფლებების დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება. თუმცა ის პროპაგანდა, რომლის გასაღებასაც საქართველოში ცდილობენ, ცხადია, არ გამოუვათ“, - აცხადებს ჩოჩია.
რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, „ქრონიკამ“, დასმულ კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, მოითხოვს თუ არა შვედეთი საქართველოშიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, შვედეთის საელჩოსგან ბუნდოვანი პასუხი მიიღო.
უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
1754386282