„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა დაათვალიერა.
„მთელი გულით გილოცავთ. გისურვებთ, რომ ახალ ჭერქვეშ ცხოვრება ახალი წარმატებებითა და სასიკეთო ცვლილებებით დაგეწყოთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია თბილისში, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება. უსახლკაროთა რეგისტრაციის პროგრამით, ვცდილობთ, დავეხმაროთ ამგვარ ოჯახებს და ხელი შევუწყოთ საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქესანაშვილების უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვებელი ბინა სარგებლობის უფლებით, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
„სიტყვები არ მყოფნის ამხელა სიხარულისგან. 15 წელი მძიმე პირობებში, საბავშვო-ბაღის შენობაში ვიცხოვრეთ, თქვენი დახმარებით კი საცხოვრებელი ბინა მივიღეთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი პირობები იქნებოდა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, ამ უსაზღვრო ბედნიერებისთვის. მინდა, უამრავი წარმატება გისურვოთ ყველას და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ გამგეობას, მერიას, რადგან მათგან ვიღებ სხვადასხვა სახის დახმარებას, ასევე მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ქრისტინე ქესანაშვილმა.
ბინის გადაცემის პროცესს მერთან ერთად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.
დედაქალაქის მერიამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი უკვე 400-მდე ოჯახს გადასცა.