„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
დღეს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესია ოფიციალურად გაიხსნება. წელს პირველად მას ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს UNESCO-ს 194 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3000 მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს დელეგაცია.
მონაწილეებს სიტყვით მიმართვას ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და უზბეკეთის პრეზიდენტი. კონფერენციაზე აირჩევენ UNESCO-ს ახალ გენერალურ დირექტორს. სესიის ფარგლებში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები და განხორციელდება სექციური სამუშაოები.
უკვე ხვალ პლენარული სხდომის ზოგად პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
მინისტრი წარადგენს საქართველოს ხედვას UNESCO-ს პროგრამასთან მიმართებაში და ისაუბრებს საქართველოს მიღწევებსა და მიზნებზე UNESCO-ს კომპეტენციის სფეროებში. კონფერენციის ფარფლებში მინისტრი განმართავს ორმხრივ შეხვედრებს, ასევე ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს, სადაც ვიზიტორები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.