კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758610016
ომი გრძელდება უკრაინაში - ოკუპანტის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქი, რუსეთის ძალებმა რეგიონს 6 ავიაბომბი ესროლეს. დარტყმის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და კერძო საცხოვრებელი სახლები.
მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია.
3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა დონეცკში, თავდასხმა განხორციელდა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებზეც. საპასუხო დარტყმები განახორციელა უკრაინამაც, აფეთქებები იყო მოსკოვში და პოდმოსკოვიეში.
პარალელურად ცნობილია, რომ დღეს ერთმანეთს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეხვდებიან.