ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
ფილიპინებზე, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში სუპერტაიფუნ ფუნ-ვონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ქვეყანაში შტორმის შესახებ ყველაზე ძლიერი, მეხუთე კატეგორიის გაფრთხილებაა ამოქმედებული.
ადგილობრივ აეროპორტში 300-ზე მეტი ავიარეისია გაუქმებული. მოსალოდნელია, რომ სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 230 კილომეტრს შეადგენს. აღმოსავლეთით ზოგ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები უკვე ფიქსირდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, სუპერტაიფუნი რეგიონს მთელი ძალით დღის განმავლობაში დაატყდება.