უკიდურესი დილეტანტიზმია, რომ სამშენებლო პროექტის დეველოპერული ბიზნეს გარიგება ექვემდებარებოდეს გრიფით საიდუმლოს - თაზო დათუნაშვილი "იგლ ჰილსზე"

თაზო დათუნაშვილი

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია და პოლიტიკური შეფასებები - ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომლის მოცულობაც 6.5 მილიარდზე მეტია და იმ დადებით ეფექტზე, რასაც ის ქვეყანას მოუტანს. პრემიერის განცხადებით, პროექტი ეკონომიკას 11 მილიარდით გაამდიდრებს. განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, დასრულების შემდეგ კი 8 ათასზე მეტი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ 700-ს მილიონს შეიტანს.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიასაც. მისი განცხადებით, სახელმწიფო არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას "იგლ ჰილსის" სასარგებლოდ და პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა.

ოპოზიციაში აქცენტს იმ დეტალზე აკეთებენ, რომ "იგლ ჰილსის" პროექტის პირობები გასაიდუმლოებულია.

"საქართველოს სახელმწიფო ამბობს, რომ 33%-იან წილში შევიდა იმ მიწის საფასურით, რომელ მიწაზეც ეს დეველოპერული პროექტი უნდა განვითარდეს. ამ ვითარებაში ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს იმ მიწის საფასურის შესაბამისი 23-ის წილის შესაბამისი აგრეთვე თანხა, სად არის განთავსებული და რა ინვესტიცია შემოდის პირველ ეტაპზე არაბული მხარე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომ პირველ ეტაპზე თუ ეს არის, შემდეგ ეტაპებზე სადღაც შეიძლება ეს თანხა 6 მილიარდამდე ავიდეს. დღეის მდგომარეობით ამის არავითარი მაჩვენებელი არ არის. უკიდურესი დილეტანტიზმია, რომ სამშენებლო პროექტის დეველოპერული ბიზნეს გარიგება ექვემდებარებოდეს გრიფით საიდუმლოს", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.