ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალი შეწყდება - აღდგენის დრო

წყალი

ხვალ, 28 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკთილის III მასივში, N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 28 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყებენ დაინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 28 ნოემბერს, 15:00 საათიდან, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის ქუჩას, ხომლელის ქუჩა N36, N38, თრიალეთის ქუჩა N2-20, N1-11, ეკატერინე ბაღდავაძის, ქიზიყის ქუჩა N1, კახეთის გზატკეცილის N7, N10, N33ა, N46-76, საცხენისის (გიგა ჩიხლაძის), შუამთის, წრომის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის ქუჩა N1-21, გ. აბაშვილის, კაკლიანის და გ.ბერიაშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge