უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, გათვალისწინებით იმ კონტექსტისა ვისგანაც იყო ეს პროვოკაციული შეკითხვა დასმული, სავსებით დიპლომატიური, სწორი პასუხი გასცა - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, გათვალისწინებით იმ კონტექსტისა ვისგანაც იყო ეს პროვოკაციული შეკითხვა დასმული, სავსებით დიპლომატიური, სწორი პასუხი გასცა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მარკო რუბიო თავის გამოსვლაში საკმაოდ დიპლომატიური იყო და მან ჯო უილსონის პროვოკაციულ შეკითხვას სავსებით გასაგებად უპასუხა. მათ შორის სახელმწიფო მდივანმა არ თქვა აუგი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომ სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა კონგრესში მოსმენაზე, მათ შორის ხდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ბიუჯეტის განხილვა და ბუნებრივია, რომ ის ცდილობდა კონგრესის მხარდაჭერა მოეპოვებინა. უილსონის ეს ტექსტი, რომელიც არ ვიცი უბრალოდ, საქართველოსთვის ასეთი რამე მის ისტორიაში არავის დაუბრალებია, წყევლასავით ტექსტი, რომ აქვს საქართველოსთან დაკავშირებით წაიკითხა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ კონგრესში კანონი, რომელსაც „მეგობარი აქტი“ მიღებული არის. ამიტომ რუბიოს პასუხი მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში იყო ყველაზე რელევანტური. ის პირდაპირ არ დაუპირისპირდა უილსონს და კონგრესს და არ თქვა მკაფიოდ პოზიცია. ვთქვათ იგივე თუ გნებავთ საქართველოს მხარდასაჭერი, ამიტომ მან აბსოლუტურად ზოგადი პასუხი უპასუხა და ეს პასუხი მან დააკავშირა იმ კონტექსტს რა კონტექსტითაც ის სხვა შეკითხვებთან დაკავშირებით პასუხობდა. მან თქვა, რომ თუ არსებობს ამერიკისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო და ქვეყნები და მთავრობები, რა თქმა უნდა ისინი ამ საკითხს სწავლობენ და ასეთ მთავრობას და ქვეყნებთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებენ. რა ზომები, როგორ არის, რანაირად ჩვენ დღეს ამისთვის მზად არ ვართო, ასეთი პასუხი უთხრა და რა თქმა უნდა შესწავლის პროცესში ჩვენ, ჩვენი ადგილობრივი ინფორმაციის წყაროდანაც მივიღებთ ამასთან დაკავშირებითო.

აქ ორი რამ არის. ერთი, რომ სულებით არ ჰქონდა სახელმწიფო მდივანს განზრახვა საქართველოსთან დაკავშირებით და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული აუგი ეთქვა. ესე ერთი და მეორე, ზოგადად ჯერ კიდევ ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელ რიგ მიმართულებებზე, თავისი პოლიტიკური ხაზის ჩამოყალიბების პროცესში არიან და ჩვენი პოზიციას და პრინციპში თუ გავიხსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილიც დაახლოებით ასეთი იყო და ეს მარტო ამ წერილში არა, ზოგადად განცხადებაში არის, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აბსოლუტურად პოზიტიური, ახალი ფურცლიდან იყოს დაწყებული, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

ამიტომ ამ პროვოკაციულ კითხვაზე სახელმწიფო მდივანმა დიპლომატიური გათვალისწინებით იმ კონტექსტისა, სადაც მიმდინარეობდა და ვისგანაც იყო ეს პროვოკაციული შეკითხვა დასმული, სავსებით დიპლომატიური სწორი პასუხი გასცა.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ასეთი პროვოკაციები მიზანმიმართულია იქითკენ, რომ რამენაირად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე მოახდინონ გარკვეულია ზეწოლა. ოპოზიცია, რომელიც ყოველ ჯერზე საჭიროებს გარედან, რომ იტყვიან საწვავის ჩასხმას თუ სულის შებერვას, რომ გააცოცხლონ მაგალითად იგივე 26 მაისისათვის. მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ოპოზიციისათვის უნდა ითქვას, რომ უილსონის აი, ამ პროვოკაციულმა კითხვამ შესაბამისი ეფექტი მათ არ მისცა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.