„მოემზადეთ, წარმატების დროა!“ - ასტროლოგი კვირის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1748976050
ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევებზე საუბრისას განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, იმედოვნებს „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია. „ლელოს“ რაც შეეხება, ზოგადად ჩვენი რჩევა იქნება, „ლელოს“ ვურჩევ, რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციურად. დანარჩენების პოზიციას რაც შეეხება, რაღაც ლანძღვა რომ არის გაჩაღებული, კრიტიკას ვერ დავარქმევ, ლანძღვაა დაწყებული, არცერთ ლანძღვაში და ისტერიაში არც წარსულში მიგვიღია მონაწილეობა, არც დღეს ვაპირებთ და არც მომავალში. შეუძლიათ, გააგრძელონ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციონირებას, იცით, რომ არა თავდასხმის მიზნებისთვის, არამედ ობიექტური კითხვა დავსვით იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით, რომლებიც უპირობოდ უცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს. ვკითხეთ მარტივი რამ – კი ბატონო, ბოიკოტის გამოცხადება თქვენი უფლება, თქვენი ნებაა, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს რას სთავაზობთ, რას ეუბნებით, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ბოიკოტი თავისი შინაარსით ქმედება კი არ არის, უმოქმედობაა, ქმედებისგან თავის შეკავება ანუ უმოქმედობა. ის პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, არაფრის გაკეთებას ვაპირებ ან ბოიკოტს ვაპირებო, ანუ უმოქმედობაა ჩემი გეგმაო, აქ სვამენ წერტილს? ამის შემდეგ რას აკეთებენ? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და სხვა პარტიების, ზოგადად, სხვა ავტორების აზრის მიხედვით, ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას მივყვებით. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთმა სახე დაკარგა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ამას გავლენა ვერ ექნება ჩვენზე. იმედია, „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის თანმიმდევრულობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იყო თანმიმდევრული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.