ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
"ოპოზიციის ერთიანობა თავიდანვე იყო ტყუილი, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, როცა ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ისინი ერთიანად იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი ვიწროპარტიული ინტერესები და არანაირ ერთიანობაზე აქ საუბარი არ არის", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ერთიანობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
"თქვენ იცით, რომ გახარიამ თავიდანვე განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა, მათ შორის, "ლელოც" ემზადება არჩევნებისთვის და ყველაზე მთავარი - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაში პირდაპირაა მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უქმნიან გარკვეულ ალიბს, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ახალს" იმისათვის, რომ მათ თითქოსდა ევროპარლამენტარების მოწოდების მერე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ერთიანად მიიღებენ თუ ცალ-ცალკე, ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა - ჩვენ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.