„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
"მგონი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი" - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ასევე აზიარებს ტულსი გაბარდის განცხადებას - "ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ აშშ-ის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ," - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ევროკავშირი და "ნატო" პირდაპირ უშლის ხელს ომის დასრულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც "ქართული ოცნება" წლებია საუბრობს.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა. თუმცა, მაშ შემდეგ, რაც ამაზე აშშ ალაპარაკდა, ეს გარკვეული შვება იყო ჩვენთვისაც. ტულსი გაბარდი, რომელიც არის უმაღლესი თანამდებობის პირი და რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი და "ნატო" პირდაპირ უშლის ხელს ომის დასრულება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. მათ შორის, ჩვენც ვხედავთ განცხადებებით, ევრობიუროკრატები როგორ აზიანებენ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესს და ზოგადად ომის დასრულების პროცესს. ამიტომ, ტულსი გაბარდის მხრიდან ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ბოლო აგურია იმ დიდი, მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში, როგორიც არის ომის დასრულება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.