1757585059
„თუ ჰგონიათ ერთი ხაბეს დაკავებით შეაკავებენ იმ ტალღას, რაც მათ წინააღმდეგ არსებობს, ძალიან ცდებიან“ - პეტრე ცისკარიშვილი

ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების საქმეს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბრალი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაბეიშვილს წარუდგინა - აბსურდულია.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავებით, პროტესტის ტალღას, რომელიც მათ წინააღმდეგაა აგორებული, ვერ შეაჩერებენ.
„აბსურდული ბრალია. ქრთამის შეთავაზება არ არის ეს. თუ ჰგონიათ ერთი ხაბეს დაკავებით შეაკავებენ იმ ტალღას, რაც მათ წინააღმდეგ არსებობს, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.