,,თუ ეს მართლაც დადასტურდება, ბუნებრივია, არათუ ამ ტიპის უკანონო ქმედებები, არამედ ზოგადად ნებისმიერი ტიპის ძალადობა ჩვენთვის არის მიუღებელი" - გიორგი შარაშიძე "ჰექსოგენის" საქმეზე

 გიორგი შარაშიძე

ჰექსოგენის" საქმის ახალი დეტალები, რომელიც "კურიერმა" გაარკვია - ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს, ტრაილერის მძღოლს, ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს და რომ ჰექსოგენის საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისი უნდა ყოფილიყო.

რა მიზნით გამოიგზავნა საქართველოში სახიფათო ტვირთი და აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის დაგეგმილ აქციასთან - საკითხზე სუს-ი გამოძიებას განაგრძობს.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გაწერილს სცენარს არ გამორიცხავენ.

"ეს ეჭვი არის საკმაოდ ლეგიტიმური იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს იყოს სწორედ "ოცნების" მიერ დაგეგმილი სცენარის ნაწილი. არ მაქვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტები. თუ ეს მართლაც დადასტურდება, ბუნებრივია, არათუ ამ ტიპის უკანონო ქმედებები, არამედ ზოგადად ნებისმიერი ტიპის ძალადობა ჩვენთვის არის მიუღებელი და ამას ყოველთვის ვგმობდით და ყოველთვის დავგმობთ," - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.