მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ.
ანანიძეს მაგალითად მოჰყავს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველოს ჰქონდეს მწვავე რეაქცია ირანთან მიმართებაში, ამავდროულად კი ისინი ხალხს ატყუებენ თითქოს რუსეთი ირანში მარცხდება, ამ დროს კი რუსეთს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა.
„ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა და დღეში ასეულობით მილიონ შემოსავალს იღებს. ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!“, - წერს ცოტნე ანანიძე.